ნიკა მელია: „ვაჟბატონ ყაველაშვილს… უკაცრავად და რა მორალური კოდექსი გაქვთ?“

ნიკა მელია: „ვაჟბატონ ყაველაშვილს... უკაცრავად და რა მორალური კოდექსი გაქვთ?““რომ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მე დღეს ციხეში ვიქნებოდი და ეგ ყარაჩოღელივით შეალაჯებდა პარლამენტში!“ – წერს ნიკა მელია
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ოცნების“ დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს პასუხობს:

„აქამდე ვერ მოვიცალე რომ პასუხი გამეცა ფეხბურთელ-დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისთვის, რომელიც თურმე სამარცხვინოდ მიიჩნევს ჩემს საქციელს – თურმე როგორ ვაკადრე კამერების წინ ბექა ოდიშარიას პასუხის მოთხოვნა, მით უმეტეს თუ მას ბავშვობიდან ვიცნობ.

იქიდან გამომდინარე რომ არც ერთი უსირცხვილო განცხადება არ მინდა დავტოვო პასუხის გარეშე, მინდა პასუხი გავცე ვაჟბატონ ყაველაშვილს.

უკაცრავად და რა მორალური კოდექსი გაქვთ?

პასუხი რომ მოვთხოვე მას, ციხისთვის როგორ გამიმეტე – მეთქი, ესაა სამარცხვონო და ის საარაკო და საამაყოა, ეგ რომ 8 საათი მასამართლებდა თავისნაირ უსირცხვილოებთან ერთად, სწორედ კამერების წინ – მთელი ქვეყნის თვალწინ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე?

რომ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მე დღეს ციხეში ვიქნებოდი და ეგ ყარაჩოღელივით შეალაჯებდა პარლამენტში!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.