ნინი ქარსელაძე – ”რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის გამომიგზავნა ღმერთმა”

ნინი ქარსელაძემ გადაცემა „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად” ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც ახლა მის ცხოვრებაშია.
ნინი ამბობს, რომ ბოლო დროს ბევრი სირთულე დაატყდა თავს.

„ძალიან რთულია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი სირთულე დამატყდა თავს. ვთვლი, რომ ყველა განსაცდელი ღმერთისგან არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ ადამიანი შეიცვალოს, გამოფხიზლდეს. არ არსებობს ჩემთვის თემა, რომელსაც ვერ მოვერევი.

რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის გამომიგზავნა ღმერთმა. 4 თვის წინ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა, მამა გარდაიცვალა, მეორე განსაცდელმა კი ყველაფერი გადამავიწყა.

მინდა ყველას მივმართო, რომ ძლიერად დადგნენ, ეს სიძლიერე რთული პერიოდის გავლაში დაგეხმარებათ და ხათუნასაც ამას ვეუბნები, რომ შემდეგ წელს ჩვენ ერთად გავიცინებთ”, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

ნიუპოსტი

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი