“ოცნების” დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს – “ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! :(((((((“

"ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს - "ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! :((((((("თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ერეკლე კუხიანიძე ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტებს, პროვოკატორებს უწოდებს და აგინებს.

13 დეკემბერს საკრებულოს წევრმა ფეიბუქში დაწერა:

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((“