სერგო რატიანი –  “ქართული ოცნების” მიმართ საერთაშორისო სანქციები დაწყებულია”

სერგო რატიანი -  "ქართული ოცნების" მიმართ საერთაშორისო სანქციები დაწყებულია"“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი სოციალურ ქსელში ხელისუფლებასთან აფილირებული გვერდების გაუქმებას შემაშფოთებელ დანაშაულს უწოდებს.

მისი თქმით, ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტორი აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ის არის, რომ “ქართული ოცნების” მიმართ საერთაშორისო სანქციები დაწყებულია.

“ეს არის დანაშაული, რომელიც ფაქტობრივად საერთაშორისო მასშტაბით არის გამოვლენილი და ემსახურებოდა იმას, რომ საკუთარი პროპაგანდის უზრუნველყოფა გააკეთონ. ძალიან შემაშფოთებელი ფაქტორია ის, რომ ეს ემთხვევა და მოქმედებენ რუსულ პროპაგანდასთან ერთად. დამამშვიდებელი არის ის, რომ საერთაშორისო სანქციები დაწყებულია ამ დამნაშავე ხელისუფლებასთან მიმართებაში” – განაცხადა სერგო რატიანმა.