შოკოლადის სამარხვო ნამცხვარი 

გთავაზობთ შოკოლადის სამარხვო ნამცხვარს თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით.

ინგრედიენტები:
4 სუფრის კოვზი კაკაო
500 გრ შაქარი
3 სუფრის კოვზი თაფლი
20 გრ ვანილი
1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით
5 ჩაის ჭიქა ფქვილი
100-200 გრ ნიგოზი
200 გრ სამარხვო კარაქი
მომზადების წესი:
400 მლ თბილ წყალში გახსენით 1 ჭიქა შაქარი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, მწიკვი მარილი, სოდა-ძმრით, ვანილი დააყარეთ 5 ჭიქა ფქვილი ,რომელშიც წინასწარ შეურიეთ  4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო . გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში 180 გრადუსზე. კრემი-ნასხევარ ლიტრა წყალი,5 სუფრის კოვზი ფქვილი, ჭიქანახევარი შაქარი,. სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, როცა ადუღდება დაუწიეთ გაზს და დაბალ ცეცხლზე კრემი გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში,როცა გამორავთ ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ სამარხვო 200 გრამი კარაქი  და ნელნელა დაუმატეთ გაცივებული კრემი. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით,დანამეთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით, გადაუსვით კრემი სქლად, მოაყარეთ გატარებული ან დაჭრილი ნიგოზი. მე დავჭერი ჭიქით.

myrecipe.ge