“ცოტნე გამსახურდიას საწინააღმდეგო სიუჟეტი რა მიზანს ემსახურებოდა?” – ამირან გიგუაშვილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ

"ცოტნე გამსახურდიას საწინააღმდეგო სიუჟეტი რა მიზანს ემსახურებოდა?" - ამირან გიგუაშვილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგამირან გიგუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეს ღამის კურიერში გავიდა სიუჟეტი, სადაც წამყვანი Natia Lazashvili და სიუჟეტის ავტორი salome bokuchava მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ თითქოს მოწმეთა აბსოლიტური უმრავლესობის ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო ცოტნე გამსახურდია, რომელიც თითქოს თავიდანავე აგრესიული იყო ბრალდებულების მიმართ და მეტიც, როდესაც ისინი ცდილობდნენ გარიდებას, ცოტნე დაეწია მათ და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს მოწმეთა ე. წ. აბსოლიტური უმრავლესობა არიან ის ბრალდებულები, რომლებმაც ცოტნე სასიკვდილოდ გაიმეტეს ან დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო არიან დაპატიმრებულები.

არ არსებობს არც ერთი სუფრის სხვა ნეიტრალური წევრი, რომელიც ამ ჩვენებას ადასტურებს. შესაბამისად ვფიქრობ მინიმუმ უხერხულია როდესაც ჟურნალისტი ბრალდებულების ჩვენებას უაპელაციოდ იზიარებს და ამაზე აგებს სიუჟეტს.

ამ ვერსიით ფაქტობრივად ცოტნემ თავი მოაკვლევინა ბრალდებულებს, რომლებიც თურმე თავის დაცვას ცდილობდნენ მისგან. ვფიქრობ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ჟურნალისტებს ასეთი მტკივნეული საკითხების გაშუქებისას, მით უფრო მაშინ, როდესაც ცოტნეს პასუხის გაცემა არ შეუძლია.

მივმართავ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას გააკეთონ განმარტებები, რა მიზანს ემსახურებოდა ცოტნე გამსახურდიას მადისკრედიტირებელი სიუჟეტი და თუ ეს ჟურნალისტის შეცდომის შედეგია ამაზეც მოხდეს სათანადო განმარტებების გაკეთება. Natia Lazashvili განსაკუთრებით შენი მხრიდან ვიტოვებ იმედს, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა.”