ალეკო ელისაშვილი – „შენ თუ ხელისუფლება ხარ, Human Rights Watch ნინო წილოსანს არ უნდა ალანძღინო“

ალეკო ელისაშვილი - „შენ თუ ხელისუფლება ხარ, Human Rights Watch ნინო წილოსანს არ უნდა ალანძღინო“Human Rights Watch-ი სარკეში გვახედებს და გვეუბნება, რომ საქმე კარგად არ მიდის და მოდით გონს. შენ თუ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ხარ და გინდა დემოკრატიის პროცესი წინ წავიდეს, ეს სარკე კი არ უნდა გატეხო და ნინო წილოსანს ალანძღინო, არამედ უნდა გამოიყენო და ყველა შენიშვნა გაითვალისწინო, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.