ბესო მიქელთაძე – ”მეორე სიმსივნეც დამარცხებულია!”

ბესო მიქელთაძე - ”მეორე სიმსივნეც დამარცხებულია!”ბესო მიქელთაძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”დღეს გერმანიიდან სასიხარულო ამბავი ჩამოვიდა, მეორე სიმსივნეც დამარცხებულია! ანალიზებმა დაადასტურა რომ სიმსივნეს გარე უჯრედებთან არანაირი შემხებლობა არ ქონია. არც ლიმფურ უჯრედებთან .ასე რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანი ,სიმსივნიანებისათვის იმედის მიცემა და მათთვის ვისაც ძალიან უჭირს ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაციით Help Friends თანხის მოგროვება იქნება. რამოდენიმე დღეში საავადმყოფოდან გავეწერები. მაქვს კიდევ ერთი მიზანი , ტოკიოს 2021 ვეტერანთა პირველი ოლიმპიადის მოგება მსურს,ეს არც ისე ადვილია. აქაც ღვთის ხელდასმაა საჭირო, რისი იმედიც მაქვს. სხვაგვარად მსოფლიო პირველობებს და ოლიმპიადებს ვერ მოიგებ და სიმსივნეებს ვერ დაამარცხებ. სურათი ცოტა უცნაურია , მაგრამ ცოტა გიჟი თუ არა ხარ, ორ სიმსივნეს ვერ დაამარცხებ და შემდეგ მსოფლიო პირველობის და ოლიმპიადის მოსაგებად არ გაიწევი . რისკის გარეშე ცხოვრებას ფასიც არა აქვს! ასე რომ მოდით სიკეთით ვიცხოვროთ და ბოღმა გადავაგდოთ ,ვინაიდან ის მხოლოდ შენ განადგურებს. მოიშორეთ ბოღმა და სიკეთით აივსით! ერთად წინ ახალი გამარჯვებებისაკენ !