”დიახაც, პამპერსს ვუცვლი იტალიელ ბებიას ყოველ დილით! ბოდიში, ბოზობით არ ვიშოვნეთ ფული”

”დიახაც, პამპერსს ვუცვლი იტალიელ ბებიას ყოველ დილით! ბოდიში, ბოზობით არ ვიშოვნეთ ფული”შორენა ხიზანეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

დიახაც, პამპერს ვუცვლი იტალიელ ბებიას ყოველ დილით! ზოგჯერ საღამოსაც. თუ ფაღარათი აქვს (მოხუცებს ხშირად სჭირთ) მაშინ დღეში ხუთჯერაც. დიახაც, განავალს ვწმინდავ! მაინც თქვენზე ლამაზი, სასურველი, მოვლილი და ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ ჩემი შრომის და თავის ფასი ვიცი!

ბოზები, ქურდები, აფერისტები_დაგცინებენ, პატიოსან შრომაზე.

აქამდე რესტორანში ვმუშაობდი. იმდენად მძიმე რეჟიმში, რომ ფეხებმა დეფორმაცია მიიღეს.მაინც ვამაყობ ჩემი ფეხებით, ჩემი ფიგურით, ჩემი თავით_იმიტომ რომ ლარი არავისთვის მითხოვია. ბანკისთვისაც კი!

როცა ზოგიერთი ძუკნა მიხვდება, რას ნიშნავს შრომით, ნათენები ღამეების მერე, თვალის ირგვლივ გაჩენილი შავი წრეების დარდი, როცა საკუთარ სხეულზე საათობით ცქერის მერე მიხვდები, როგორ დეფორმირდები ყოველ წუთს მძიმე შრომით აი, მაშინ გაიცინოს სხვის შრომაზე! დანარჩენ შემთხვევაში, მტერი ვარ მისი იცოდეს. და კიდევ, ძუკნაა!

კი, მივა ადრესატამდე ჩემი პოსტი. დასცინეთ ბებიათქვენს! ბოდიში, ბოზობით არ ვიშოვნეთ ფული და მძიმე ფიზიკური შრომა ვამჯობინეთ.”