დინა მირცხულავა – ”აუტანელი და გაუსაძლისი თავის ტკივილებით შემიყვანეს კლინიკაში და აღარ გამომიშვეს…”

დინა მირცხულავა - ”აუტანელი და გაუსაძლისი თავის ტკივილებით შემიყვანეს კლინიკაში და აღარ გამომიშვეს...”დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

”თქვენი ჩემდამი სიყვარული და პირიქით- მავალდებულებს, რომ ჩემს დროებით გაქრობასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გავაკეთო…
აუტანელი და გაუსაძლისი თავის ტკივილებით შემიყვანეს კლინიკაში და აღარ გამომიშვეს…)
დაიწყეს კვლევა, საიდან მოდიოდა ტკივილი, რომელსაც ვერანაირი გამაყუჩებელი ვერ მიყუჩებდა…
გაირკვა, რომ არის დეპრესია, სტრესი, უცხო გარემო და ამბები….?
მირჩიეს – მთა, სრიალი, ცურვა, დასვენება და რაც შეიძლება, ნაკლები კონტაქტები…
ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში ვაგრძელებ…
კარგად ვარ. ??
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მკითხულობდა, მწერდა, ბერდოს ეხმიანებოდა – ყველანი დამახსოვრებული ხართ…??*
მადლობა იმათაც, ვინც არ და ვერ მკითხულობდა, ზოგის ინდიფერენტულობას ველოდი, ზოგისას – არა….))

მადლობა აქაურ ქართველებს, ჩემი აქეთ- იქეთ წანწალისათვის.
ჩემს უახლოეს მეგობრებზე, აღარ მაქვს ლაპარაკი და არც მადლობას ვეტყვი….მა რისთვის მყვანან ?! ??
მადლობა სულა სულაშვილს, გამამხნევებელი წერილების გამო….მზე, რომელიც ღამე ამოდის, ყველაზე უფროა მზეა, ჩემო ბატონო ) ??
და კიდევ ჩემს ფერადკანიან მეზობელს, მადერას დედას – რომელიც მნახულობდა, მესაუბრებოდა, მამახნევებდა და ლოცულობდა ჩემთვის…

ჰოდა, ასე რა…
“ოღონდ მიმრავლე თანამგრძნობელი, სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი” – ო ეგაა მოკლედ….)*

მიყვარხართ უკიდეგანოდ და აქ ვარ….*”