გია ხუხაშვილი – “ივანიშვილს შემდეგი მთავრობა სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადებს, თუ…”

გია ხუხაშვილი - "ივანიშვილს შემდეგი მთავრობა სახელმწიფო დამნაშავედ გამოაცხადებს, თუ..."“კონსტიტუციით პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეზღუდებათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება. ეს სწორია, რადგან ისინი საქართველოს სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებში არ უნდა იყვნენ შეზღუდულები სხვა სახელმწიფოს მიმართ დადებული ფიცით. ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სამივე ინსტიტუციური ლიდერის გადაწყვეტილებებში მონაწილეობს კარგ შემთხვევაში და ხშირად მათ ნაცვლადაც იღებს გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ის დგას კონსტიტუციური წესრიგის მიღმა… ან მაღლა.. ეს კი, თავის მხრივ, არის მძიმე დანაშაული ჩვენივე კონსტიტუციის მიხედვით.
რა უნდა ქნას?
უნდა დათმოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და დაბრუნდეს პრემიერად.
ყველა სხვა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან მაინც აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და შემდეგ ხელისუფალს სრული საფუძველი ექნება მისი სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებისთვის.”