გიორგი ბარამიძე – ”უნამუსობაა ლოგინში მყოფი თინეიჯერის მოკვლა “აუცილებელ მოგერიებად” გაასაღო”

გიორგი ბარამიძე - ''უნამუსობაა ლოგინში მყოფი თინეიჯერის მოკვლა "აუცილებელ მოგერიებად" გაასაღო''”დღეს ქოცების მართლსაჯულებამ იდევ ერთხელ გამოამჟღავნა უტიფრობა და უნამუსობა, მათთვის არც კანონი და არც საღი აზრი არ არსებობს.

ლოგინში მყოფი თინეიჯერის მოკვლა “აუცილებელ მოგერიებად” გასაღება გაუგონარი თავხედობა და უკანონობაა.
თემირლანი ლოგინიდან რომ ვერ დაესხმებოდა თავს სპეცრაზმელებს ეს ხომ ნათელია.

ამ და სხვა საქმეებს სადაც ივანიშვილის რეჟიმის თავკაცობა ცდილობს ერთმანეთზე ხელის დაფარებას, მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, აუცილებლად გამოიძიებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროკურატურა და სასამართლო საკადრის სასჯელს დაუწესებს.” – წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერტი ლიდერი გიორგი ბარამიძე.