„პრესა ჯი“.-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ პროვიკაცია მზადდება.
„მაფრთხილებენ რომ მზადდება პროვოკაცია ჩემ წინააღმდეგ.
ხოდა რა მინდა ვთქვა…
შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ პირადად უნდა იცოდეს იმ ბოროტმა ოლიგარქმა რომ რაც არ უნდა მოხდეს უკან არ დავიხევ არც ერთი ნაბიჯით.
მშობლები არ მყავს და მათ თავს ვფიცავარ რომ არ არსებობს ძალა და გარემოება, რომელიც მაიძულებს უკან დახევასა და სვავის რეჟიმთან მწვავე ბრძოლაზე უარის თქმას.
თუნდაც ეს თავისუფლების კი არა, სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.
ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.
მალე ამ დიდ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ – საქართველოსთვის”. – წერს გიორგი კაპანაძე.