ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ საერთო შვილს ელოდებიან

პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” წამყვანის, შოუმენ ილო ბეროშვილისა და მსახიობ ანი ბებიას ურთიერთობაში ახლა ყველაზე ლამაზი პერიოდია. ისინი პირველ საერთო შვილს ელოდებიან.

ანი ბებიამ ამის შესახებ ,,მხოლოდ ქართულში” განაცხადა პირველად.ილო ბეროშვილმა  ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ ,,მხოლოდ ქართულის” ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ილო ბეროშვილს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან ორი შვილი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ნელი აგირბაც ორსულადაა. ის შვილს ეშტონ ლაღიძისგან ელოდება.

-ილომ ბევრ რამეში შემცვალა, თუნდაც იმაში, რომ ადრე ფიცხი და პრინციპული ვიყავი. პრინციპული ახლაც ვარ, მაგრამ ილომ მასწავლა, რომ სანამ გავცხარდები, უფრო მეტად დავფიქრდე. ილომ სიყვარული მასწავლა, – ამბობს ,,სარკესთან” ანი ბებია – ვრცელი ინტერვიუ.

სარკენიუსი