“იუსტიციის სახლთან, საწნახელში, ცხოვრობს ადამიანი…”

"იუსტიციის სახლთან, საწნახელში, ცხოვრობს ადამიანი..."”ნაღდია………
გააზიარეთ, იქნებ გადავარჩინოთ თუნდაც ერთი ადამიანი…
აი აქ. იუსტიციის სახლის გვერდზე. მშრალ ხიდთან ვინც დაკვირვებულა, აწყვია დეკორაციისთვის ურმები, საწნახელები და ასე შემდეგ. გადმობრუნებულ საწნახელში ცხოვრობს ადამიანი. თვეებია უკვე. რაიმე თავშესაფარი არ არსებობს ქალაქში? ამ სიცივეში. შევთავაზეთ წამოსულიყო. მოუნახავდით რაიმეს. სხვას ვერ შევაწუხებო. როგორ გინდა გულგრილად გაუარო. გადავიღე, იქნებ ვისაც ეგების და ეხება მიხედონ ადამიანს. რომელიც შეიძლება უბრალოდ გაიყინოს.. “სიცოცხლით სავსე ქალაქში”.

პ.ს. 40 მილიონერი დეპუტატი ამ დროს სკამებისთვის იბრძვის ისევ. ადამიანები კი იღუპებიან. კახა კალაძე იმედია მიხედავთ შარა გზაზე მცხოვრებ ადამიანებს რომლებიც სიკვდილისთვის არიან განწირულები.
ჰო კიდე. აი მის გვერდზე და მოპირდაპირე მხარეს გადაჭედილია რესტორნები, ტურისტები უფრო მეტად. და უყურეებენ ამ ყველაფერს, ხო მაგრად დავეწიეთ და გადავასწარით და გავაკვირვეთ ჩამორჩენილი მსოფლიო?.. პარდონ. მისახედია.” – წერს სოციალურ ქსელში დავით სილაგაძე.