ირაკლი ოქრუაშვილი – დასავლეთმა ბიძინასთვის გიჟის ხალათის შეკერვა დაიწყო

ირაკლი ოქრუაშვილი - დასავლეთმა ბიძინასთვის გიჟის ხალათის შეკერვა დაიწყოირაკლი ოქრუაშვილი მოტროსოვის ციხიდან პოსტს აქვეყნებს და გასული წლის მოვლენებზე საუბრობს.

„მნიშვნელოვანი და სასწაული – უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.

რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!

_ წლის მოვლენა _  გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;

_ წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;

_ წლის პოლიტიკური მიღწევა _ ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);

_ წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)

_ წლის ანეგდოტი _ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;

_ წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა _ დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);

_ წლის ტრაგედია _  ერს ისევ ძინავს;

_წლის დიაგნოზი _ ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;

_წლის სახალხო მიღწევა _ გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;

შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.