ირაკლი ოქრუაშვილი – „საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა, სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“

ირაკლი ოქრუაშვილი - „საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა, სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო.
21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს.
ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე.
ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომო სოვიეტიკუსის გარდა , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ, “ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.