ლევან ხაბეიშვილი – „ტატამიაა, ტატამიი… აკი ვიწინასწარმეტყველე, ბრალს მიყენებენ“

ლევან ხაბეიშვილი - „ტატამიაა, ტატამიი... აკი ვიწინასწარმეტყველე, ბრალს მიყენებენ““აკი ვიწინასწარმეტყველე, ბრალს მიყენებენ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე, სასტიკად გამისწორდა ხაბეიშვილი და ფაქტობრივად სრულიად “ოცნება” დაგვარბიაო. მოახერხეს და ჩემზეც აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს… ტატამიაა, ტატამიი…”, – წერს სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ირაკლი ზარქუას მიმართ “განხორციელებული ძალადობის ფაქტზე”, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.