ლევან მამალაძე – ”17 იანვარი ჩემი დაბადების დღეა და 17 წელია, ამ დღეს სამშობლოდან მოწყვეტილი ვხვდები!”

ლევან მამალაძე - ”17 იანვარი ჩემი დაბადების დღეა და 17 წელია, ამ დღეს სამშობლოდან მოწყვეტილი ვხვდები!”ლევან მამალაძემ ფეისბუქში დაწერა:

”17 იანვარი ჩემი დაბადების დღეა და 17 წელია ამ დღეს სამშობლოდან მოწყვეტილი ვხვდები!
ამ ხნის განმავლობაში სამართლიანობის მისხალსაც ვერ მივაღწიე. მათ ვისც ევალებათ საკითხის განხილვა ხელს ზევით იშვერენ, ხოლო ის, ვინც ზევით არის, მიუღწევადი აღმოჩნდა.

მე შეზღუდული მაქვს კანონით სარგებლობა და ეს უფლება რომ მივიღო, მავანნი ბიძინა ივანიშვილის ნებას ელოდებიან. ბევრი ვეცადე სიმართლე როგორმე მიმეტანა მასთან, ბევრი შემპირდა თანამდებობის პირნი და მისი ოჯახის წევრები , მაგრამ ამაოდ ჩემს მიმართ კანონიერება არ არსებობს.

რას დავუჯერო, იმას რომ მან ყველაფერი იცის და სამართლიანობა აღდგება?! მისი ახლობლები მითვლიან „მოიცადე არჩევნებია, აი მიტინგები დამთავრდება და ყველაფერი კარგად იქნება“. არჩევნებს და მიტინგებს დასასრული არ უჩანს, ხოლო სამართლიანობის აღდგენის და შეპირებული „ყველაფერი კარგად იქნებას“ ლოდინში 52 წელი შემისრულდა.

კანონით სარგებლობის უფლება არ მომეცა! ზოგი იმასაც მეუბნება „ ჩამოდი არაფერი იქნებაო“ , მაგარამ არც ამაზე მიმიღია რაიმე მინიშნება! როცა მტერს ებრძვი , ყველაფერი გასაგებია. ფარხმალ აყრილი და აბუჩად აგდებული, მიჭირს ჩამოვყალიბდე რასთან მაქვს ეხლა საქმე. ან რატომ უნდა მიჩნდებოდეს იმის განცდა, რომ ცვლილებები ილუზორულია და ესენიც წინამორბედის მსგავსნი არიან! გადავწყვიტე ეტაპობრივად გამოვაქვეყნო ყველა წერილი, დოკუმენტი და ჩანაწერი. მხოლოდ არაორდინალურმა ნაბიჯმა შეიძლება ყურადრება მიიქციოს!
ეწ წერლი , რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა , 2012 წლიდან ბევრჯერ შევცვალე. პასუხი იმაზე რასაც მაბრალებდნენ 5 გვერდში ძლივს ჩავატიე. მითხრეს ამხელას არ წაიკითხავსო, ერთ გვერდამდე დაყვანაც შევძელი მაგარამ?!
P.S დიდი მადლობა ყველას ვისაც გაგახსენდით და მოლოცვის სურვილი გაგიჩნდათ! კარგი იქნება თუ კომენტარს აქვე დაწერთ და არა პირადში!”