მურად წურწუმია ვარკეთილის სასამართლოსთან თვალამოთხრილი იპოვეს – 24 წლის ბიჭი გზაზე შიშველი ეგდო

მურად წურწუმია ვარკეთილის სასამართლოსთან თვალამოთხრილი იპოვეს - 24 წლის ბიჭი გზაზე შიშველი ეგდოთბილისში, ბედობის ღამეს, სადისტური მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა 24 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

ახლობლების მტკიცებით, ყველაფერი ვარკეთილის სასაფლაოებთან მომხდარი დაპირისპირებით დაიწყო, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ძმებ წურწუმიებს სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტიდან მეორე დღეს კი მურად წურწუმია თვალამოთხრილი იპოვეს.

ახალგაზრდას თავის ქალა დამტვრეული ჰქონდა. 24 წლის ბიჭი სრულიად შიშველი გზაზე ეგდო.
ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ 1 პირი დააკავა, თუმცა მურად წურწუმიას ძმის თქმით, სისხლიან ანგარიშსწორებაში 2 პირი მონაწილეობდა.
ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ნიუპოსტი” საგამოძიებო უწყებიდან ოფიციალური კომენტარის მოპოვებას ცდილობს.

ნიუპოსტი