ნანა კაკაშვილი – “ახალი ჩამოსული ვარ სტამბოლში, დავიწყე მუშაობა საგიჟეთში…”

ნანა კაკაშვილი - "ახალი ჩამოსული ვარ სტამბოლში, დავიწყე მუშაობა საგიჟეთში..."ნანა კაკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ახალი ჩამოსული ვარ სტამბოლში,მერაბა, რომ ჯერ კიდევ სახელი მგონია🙊 დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მეგობრებმა,მეგობრის მეგობრებმა მიშოვეს სამსახური. დავიწყე მუშაობა საგიჟეთში🙈🙊პიანინო არ გეცოდინებაო ოჯახის დიასახლისი მეუბნება და მტვერს,რომ გადაწმინდავ ხმას გამოსცემსო,რომ იცოდეო რაა🤣(5 კლასი დავამთავრე მუსიკალურ სკოლაში) საზამთრო მოიტანა მოზრდილი ფორთოხლის ხელა,კანი არ იჭმევაო,,გამაფრთხილა” თან ჭრის და მაჩვენებს ასე უნდა დაჭრაო🙈🙈🙈😅საგიჟეთიი რა საგიჟეთში მოვხვდი. 2 კვირაზე მეტი ვერ შევძელი იქ მუშაობა და გამოვიქეცი. გაჩერებაზე ვდგავარ მაგრამ საით წავიდე აზრზე არ ვარ ამხელა მეგაპოლისში. მოდის გაჩერებაზე ერთი ქალბატონი,და ვეკითხები ამა და ამ ადგილას რას გავყვე თქო ჩემი დამტვრეული თურქულით(არც ეხლა ვსხლავ)😅😍 ქართველი ხარო? მეუბნება ქართულად,აი ამ წუთს იმ სიხარულს ვერ აღვწერ❤ კი თქო და მოვუყევი მოკლედ ჩემი გასაჭირი . სხვა მხარეს მიმავალმა თავისი საქმე დატოვა და წამიყვანა იმ ადგილამდე საიდანაც ჩემი მეგობრების დასახლების ავტობუსები გადიან ,თვითონ მამგზავრა და ძალით ფულიც ჩამიტენა ჯიბეში თან ბოდიში მომიხადა ამწუთას მეტი არ მაქვსო🤗❤მაგრამ იმ წუთას ის თანხა, ჩემთვის მილიონი იყო… დიახ კი აი ასეთებიც არსებობენ და მადლობა შენ,რომ არსებობ Marika Mari Gobejishvili❤❤❤❤ არასოდეს ,არასოდეს დამავიწყდება ის დღე❤❤❤ მადლობა შენს თბილ გულს,რომ სრულიად უცხოს ასე მიპატრონე🤗❤❤❤ აი ამ შუა ღამისას მომინდა კიდევ ერთხელ მადლობის მოხდა❤❤❤”