ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა

ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანაჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს. სოფოს თქმით დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
“ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი…. ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ – წერს სოფო შუბლაძე.

თავად ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სოფო შუბლაძე თავის პოსტში ამის შესახებაც წერს:

„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო” – წერს სოფო შუბლაძე.

ნიუპოსტი