რომან გოცირიძე _ “ამსტერდამის აეროპორტში ქართული ისტერიის მსხვერპლი აღმოვჩნდი”

რომან გოცირიძე _ "ამსტერდამის აეროპორტში ქართული ისტერიის მსხვერპლი აღმოვჩნდი"რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ორიოდე დღით მომიწია ამსტერდამში წასვლა. თბილისის აეროპორტში ჩემს შვილს ორი მეგობარი შემოხვდა, გრიპისგან შეშინებულებს პირბადეები ეკეთათ. ჩემმა შვილმაც საიდანღაც დააძრო ნიღბები და ეტყობა დედამისისგან დარიგებულმა, მანამდე არ მოისვენა, სანამ მეც არ შემნიღბა:))
ჩავფრინდით ამსტერდამში. საპასპორტო კონტროლზე ასეულობით ადამიანში მხოლოდ შვიდ კაცს ეკეთა პირბადე, ჩვენ ოთხს და კიდევ სამ ქართველ ბიჭს. მესაზღვრეებმა დაგვაყარეს კითხვები, ავად ხართო? ჩინური გრიპია თქვენთანო? როგორც ჩანს, დიპლომატიურმა პასპორტმა გასჭრა და ადვილად შემეშვნენ, იმ ბიჭებს კი დამატებითი საბუთები მოსთხოვეს და სიცხის გასაზომად გადაიყვანეს.
ასე აღმოვჩნდით ქართული ისტერიის მსხვერპლნი?
ამით სულაც არ ვაკნინებ სიფრთხილეს. არ ვიცი, ამ პოსტის მორალი რა არის. უბრალოდ, კურიოზული შემთხვევების კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ:))
კარგია, რომ უკვე არ თაკილობს ხალხი პირბადით სიარულს ( თუმცა კაცებს დღემდე ”უტყდებათ” ქოლგით სიარული), მაგრამ კამპანიურ თავისდაზღვევას სჯობია თავიდანვე, სანამ პანიკა არტყდებოდეს, მანამდე მიდიოდეს მუშაობა.
ჩინური გრიპის შიში კი პირზე კოცნას თუ გადაგვაჩვევს ქართველებს, მართლა მაგარი იქნება.  :))”