თეირანთან კიევის ბორტი ჩამოვარდა – 180 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

თეირანთან კიევის ბორტი ჩამოვარდა - 180 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოთეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმფრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. კიევში მიფრინავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვა.

„საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა“, – დაწერა პრეზიდენტმა.

ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

„უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი“, – განაცხადეს საელჩოში.