ვატო წერეთელი – “ტვ პირველის” ინკასო მოხსნილია, სესხით! ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!“

ვატო წერეთელი - "ტვ პირველის" ინკასო მოხსნილია, სესხით! ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“„ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია.

სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ.
ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.
ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.
მოდით დავიწყოთ ჩელენჯი – ტვ პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!“, – წერს სოციალურ ქსელში ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი.