„აზერბაიჯანმა გარეჯის კელიების დასუფთავება დაიწყო“ 

„აზერბაიჯანმა გარეჯის კელიების დასუფთავება დაიწყო“ „აზერბაიჯანმა დაიწყო გარეჯის კელიების დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენს მონასტრებში“,- დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  მამა ვიტალი (ღვინიაშვილი) სოციალურ ქსელში წერს.

იგი ამის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

„განგაშის ზარი უნდა შემოკრას ეკლესიამ და ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა.

#გარეჯი საქართველოა“,- წერს მამა ვიტალი.

მისი თქმით, სასულიერო პირები გარეჯში ჩასვლას აპირებენ. იგი ასევე მოუწოდებს მოსახლეობას შეუერთდნენ სახალხო მსვლელობას გარეჯისკენ, რომელიც რამდენიმე დღეში დაიგეგმება.

პრაიმტაიმი