ბაია პატარაია – “ხალხს იმიტომ მოვწონვარ, რომ ძლიერი კაცების დაჯაბნვა შემიძლია”

ბაია პატარაია - "ხალხს იმიტომ მოვწონვარ, რომ ძლიერი კაცების დაჯაბნვა შემიძლია"ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა:

“ამ ქვეყანაში მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს ეტრფიან პირადადაც და პოლიტიკურადაც. და ძლიერი მამაკაცი ვერ განუსხვავებიათ მოძალადე მამაკაცისაგან.
ძალადობა ითვლება ძალაუფლების გამოვლინებად. მსხვერპლის ფსიქოლოგია აქვს მთელ ერს. როდის და როგორ უნდა დავაღწიოთ ამას თავი? მე კი ვიცი, მაგრამ ვინ მიჯერებს?! ფემინიზმიც სძაგთ, კვოტებიც და ყველაფერი ქალურიც. ქალი პოლიტიკოსებიც მაშინ მოსწონთ, თუ “ყვერები” დაუნახეს. მეც იმიტომ მოვწონვარ, რომ ძლიერ კაცებთან დატაკება და მათი დაჯაბვნა შემიძლია.
მხოლოდ ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას, მხოლოდ ქალურობა იხსნის ქართულ პოლიტიკას: სოლიდარობა, ადამიანზე ზრუნვა, თანაგანცდა, მოვლა, სიკეთეების გადანაწილება – ეს ყველაფერი “ქალურია”. თქვენ კი გინდათ “ქალურობა” პოლიტიკაში მაჩო მამაკაცებმა შემოიტანონ – ვერ შემოიტანენ. ქალების გარეშე ეს ქვეყანა ვერ გადარჩება.
#მეტიქალიპოლიტიკაში
მე არ მენანება ჩემი თავი “შუშის ჭერზე” სარტყმელად და ადრე თუ გვიან, თავით გავიტან მაგ შუშას. სიჯიუტე და ამტანობა ქალის მოგონილია  🙂
ბევრი ჯიუტი ფემინისტი საქართველოს!”