„დამიჯერე, ბაბუ, იკაცე, წლის ბოლოს ისევ შენ გამოგადგება“ – ჩალაგაშვილი შოთაძეს მიმართავს

„დამიჯერე, ბაბუ, იკაცე, წლის ბოლოს ისევ შენ გამოგადგება“ - ჩალაგაშვილი შოთაძეს მიმართავს„შოთაძემ ისევ გაიჩალიჩა თუ აიძულეს ქოცების ძიძობა?
რატომ უნდა მოინდომო დღეს ადამინმა ამ ხელისუფლების ჩინოვნიკობა, მართლა ვერ გავიგე.
ორი ვარიანტია. ან შენზე მეტი იციან შენზე და სხვა გზა არ გაქვს, ან ყველაზე ნაკლები ამ ქვეყანაზე და …..
აღარ ეშველება არაფერი.
ერთ კარგ რჩევას მოგცემ. (იმედია არ მიწყენ).
შენმა, ოღონდ მართლა ლენჩმა წინამორბედმა, ისევ იმ შენი დამნიშნავი ბიძინას დავალებით, დაგიტოვა არაერთი ახალი პოლიტპატიმარი. (არ გვყავს და არ ვიციო, იმედია არ იკადრებ), ჰოდა მარტივად შეგიძლია გააკეთო ის, რისი ერთი ადგილიც არ აქვს თადუმაძეს.

ადექი და თქვი, რომ ოქრუაშვილს, რურუას, კოშაძეს, თამლიანს და ა. შ. ციხეში ყოფნის გარეშეც “დავუმტკიცებთ დანაშაულს” და დაარტყი ჩაქუჩი იმ მონა მოსამართლეების ნაცვლად, რომელსაც აკონტროლებ.
დამიჯერე, ბაბუ, იკაცე, წლის ბოლოს ისევ შენ გამოგადგება, მე ვიყო ქოცისშვილი მართალს თუ არ გეუბნებოდე.
დანარჩენზე შემოდგომაზე ვილაპარაკოთ! – მიმართავს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი მომავალ გენპროკურორს ირაკლი შოთაძეს.