დავით კალანდია – „ხახვი ქართული – 3 ლარი, ხახვი თურქული – 1,50. სამწუხაროდ, იმის ტ.. არ მაქვს, ქართული ვამჯობინო უცხოურს“

დავით კალანდია - „ხახვი ქართული – 3 ლარი, ხახვი თურქული – 1,50. სამწუხაროდ, იმის ტ.. არ მაქვს, ქართული  ვამჯობინო უცხოურს“პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს, მისი თქმით ქართული პროდუქტი ძალიან ძვირია უცხოურთან შედარებით და ამიტომ უცხოურის ყიდვა უწევს.

„ბაზარში:
ხახვი ქართული – 3 ლარი
ხახვი თურქული – 1,50.
რა მექნა, ისევ წავახალისე თურქი მწარმოებელი. სამწუხაროდ იმის ტრაკი არ მაქვს, ქართული ნაწარმი ვამჯობინო უცხოურს.
ქართული ნაწარმის ყიდვა მდიდართა ხვედრია.
ამიტომ, მეტი მდიდარი ადამიანი უნდა იყოს საქართველოში!
გახდი მდიდარი – გადაარჩინე ქართველი გლეხი!
-ვინ არის ბოლო გამდიდრების რიგში? მე თქვენს მერე ვიქნები.
– თქვეს, რომ რიგს ნუღარ დაიკავებთო. ყველას არ ეყოფა.
-და ის, გვერდით, რა რიგია?
-ის ემიგრაციის რიგია. ოღონდ იქ ასაკობრივი ლიმიტია. თქვენ რამდენის ბრძანდებით?
-ბევრის.
-მაშინ თქვენთვის ის, მესამე რიგია.
-ის რიგი საით მიდის?
-კრემატორიუმში.
-არიქა, გავიქეცი, იქაც არ დააწესონ ლიმიტი.“

ნიუპოსტი