
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე, სადაც მედიისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, მოითხოვა, რომ ბრიფინგის ტერიტორია დაეტოვებინა „მთავარ არხს“, რადგან არ მოეწონა ტელავიზიის ეთერში გასული სიუჟეტი.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, დიმიტრი ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მაშინ როდესაც ქვეყანაში არის შექმნილი პანიკა, ამ ქალის კომენტარი არის დანაშაული.
მოდი ჯერ კარანტინში მიწაზე ნუ დაუყრით საკვებს ხალხს და მერე ილაპარაკეთ ვინმეს ცილისწამებაზე და იმაზე, რომ მზად იყავით ამ ვირუსისთვის, რომლის საფრთხეც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი თქვენთვის, მაგრამ დაიკიდეთ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩამოართვით ამ ქალს ლიცენზია და ხალხს უთხარით რაც ხდება რეალურად ქვეყანაში“.
https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/3025294957488825/

