ეკო ფანგანი – “საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე, მაგას რა ჰქვია? ხამობა?

ეკო ფანგანი - “საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე, მაგას რა ჰქვია? ხამობა?“იტალიიდან კიდევ ერთ ჩამოსულ ქართველს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ჯანმრთელი ჩინელების ცეცხლზე დაწვაც კი სურდა ბევრ ქართველს ვირუსის გამო და ამ დროს (!), როცა ამბობენ არ იმოგზაუროთ იტალიაში, ირანში და ასე შემდეგ, ნორმალურია ეს რაც ხდება?? ფრენა გააუქმეს და მარშუტკით წავიდა სქართველოს მოქალაქე ირანში.

დღე და ღამე აცხადებენ, არ გაფრინდეთ იტალიაში (ვინც უკვე წასული იყო, მათ არ ეხებათ ნამდვილად) და საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე (სავარაუდოდ იაფი ბილეთის გამო). მაგას რა ჰქვია? ხამობა? უპასუხგებლობა? ფეხებზე მკიდიობა? მაშინ დარჩით, თუ შეიძლება მანდ და აქ ნუღა ჩამოხვალთ ზუსტად ვიცოდი, რომ ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ვირუსს საქართველოში თავიანთი “სვეცკაობის” გამო…” – წერს სოციალურ ქსელში ეკო ფანგანი.