გია ხუხაშვილი – „ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ, მალე გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რისი ზიდვაც მის ძალებს აშკარად აღემატება“

გია ხუხაშვილი - „ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ, მალე გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რისი ზიდვაც მის ძალებს აშკარად აღემატება“„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს. გულწრფელად ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ოჯახთან ერთად.
ამასთანავე ვუსურვებ, მალე გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რისი ზიდვაც მის ძალებს აშკარად აღემატება. ეს არის ერთადერთი გზა მოიპოვოს ის, რასაც ვერ იყიდი და რაც მისთვის დღეს ყველაზე ღირებულია – სულიერი სიმშვიდე…
სამწუხაროდ, პირადად ამას ვეღარ ვაკეთებ, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობა ძალიან დაშორდა ერთმანეთს, რამაც პრაქტიკულად უაზრო გახადა პირდაპირი კომუნიკაცია“, – ასე ულოცავს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს.