“შენ შეპირდი, მე გადავაგდებ” – პირველი სერია უკვე ვიხილეთ, როდესაც ხელისუფალმა თამარ ჩუგოშვილი ბრმად გამოიყენა დასავლეთისთვის პროპორციული არჩევნების “გარანტიის” მისაცემად. მერე გადააგდო ყველა… იმედია, ახლა მეორე სერიას არ ვუყურებთ, უკვე ზალკალიანის შესრულებით. მიზანი მაშინაც და ახლაც – ცოტა დროის მოგება და ამასობაში მორიგი “კომბინაციის” მოფიქრება”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

