გიგა მაქარაშვილი – “ჩავხტი ავტობუსიდან და გავიქეცი. ორივე გამომეკიდა…”

გიგა მაქარაშვილი - "ჩავხტი ავტობუსიდან და გავიქეცი. ორივე გამომეკიდა..."გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ამ წამს ავტობუსში 3 სტუდენტი გოგო უბილეთობის გამო მაგრად შეჯორა კონტროლიორმა. შემდეგ გაჩერებაზე შემოწმება იქნება და სამივეს მიგაჯარიმებენო, მეტის ღირსები ხართო. გული ჩამეწვა, არადა 1,3₾ მაქვს ქეშად სულ.
გაჩერდა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე და ის დამჯარიმებლები დგანან, ორნი. ჩავხტი ავტობუსიდან და გავიქეცი. ორივე გამომეკიდა, გაჩერდი, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო. კაი 160 მეტრი სირბილის მერე გავჩერდი.
ქოშინებდა ორივე საწყლად. ბილეთი ვაჩვენე და ნელი სვლით გავაგრძელე გზა.
სამივე გოგო უჯარიმოდ მივა დღეს სახლში ❤
პ.ს. არ ქონდათ და სცხვენოდათ, თორემ უნდა გადაეხადათ, ამაზე არ ვდაობთ ?
შარშან ამ დღეს მომხდარა ეს კაი ამბავი ?”