გიორგი მახარაძე – „ყოველი კვლევის წინ თავიდან მიახლდება ყველაფერი“

გიორგი მახარაძე - „ყოველი კვლევის წინ თავიდან მიახლდება ყველაფერი“” ზუსტად ახლა მიწევს ის სრულფასოვანი გამოკვლევები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ყველაფერი კარგად არის და თუ ასე იქნა უკვე კონტროლი წელიწადში ერთხელ გამოკვლევების რეჟიმში გადავა აქამდე 6 თვეში ერთხელ მიწევდა.

ყოველი ამგვარი კვლევის წინ ვნერვიულობ და ახლაც ასეა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი გამოკვლევის წინ თავიდან მიახლდება ყველაფერი რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას ახლდა. სხვა მხრივ არაფერი აქვს საწუწუნო რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. გადაფასდა ჩემი ცხოვრება

. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები დამოკიდებულებები ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომ სამუდამოდ ასე დარჩება. რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე. ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90%-ით იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდი. როცა თურქეთში ჩავედი, იქ საერთოდ ისეთი გარემოა, რომ სულ უიმედოც რომ იყო იმედი ჩაგესახება. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს გაციებული ხარ და ექიმთან უბრალოდ მიხვედი” – წერს მსახიობი გიორგი მახარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, მსახიობმა მძიმე სენი დაამარცხა.