„დღემდე რუკაზე რუსეთის ზომის შთაბეჭდილებით ცხოვრობს ეგ შტერი“ – წერს ივანიშვილის მისამართით ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან.
„2007 წელს რამდენიმე დღით ამერიკაში საქმეზე ვიყავი წასასვლელი. ამ დროს ჩემი და კოლუმბიაში სწავლობდა და ერთი წელი საქართველოში არ იყო ნამყოფი. ვიფიქრე, თან საქმეზე მივიდვარ, მშობლებასაც გავიყოლებ, ჩემს დასაც ნახავენ და ამერიკასაც ვანახებ მეთქი.
ვინც ნიუ იორკში პირველად მოხვდით დარწმუნებული ვარ ხვდებით ჰუდსონის გვირაბიდან მანჰეტენზე ამოსვლისას ცათამბჯენებს რომ დაინახავ რა ემოციები გაქვს და რა შთაბეჭდილება რჩება.
მოკლედ, მშბოლები ნიუ იორკში ჩავიდნენ, ქალაქი სწრაფად დავათვალიერებინე, სასტუმროში დავაბინავე და ჩემს დას ჩავაბარე. ნომრიდან გამოსვლისას ვუთხარი ბოსტონში მივდივარო და ორ დღეში დავბრუნდებოდი.
მამაჩემი ფანჯარასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და 68-ე სართულიდან მიწამდე წერტილის ზომად ქცეულ მანქანებს და ადამიანებს დასცქრეოდა.ჩემს ნათქვამზე რეაგირება არ ჰქონია და არც გამოუხედავს.
მანამდე ქალაქის დათვალიერებისას, განსაკუთრებით დანგრეული ტყუპი ცათაბჯენების საძირკველის ზომის დანახვაზე შევატყვე გაკვირვება, მაგრამ რამდენიმეჯერ დასმულ კითხვაზე – როგორ მოგწონს ამერიკათქო, პასუხი არც ერთხელ არ გამცა.
ორ ღეში უკან დავბრუნდი და მშობლების ნომერში შესვლისას დავინახე, რომ მამაჩემი ისევ ისე იდგა როგორც დავტოვე. დედაჩემმა მითხრა, რაც წახვედი არ უძინიაო, ესე დგას, სიაგრეტს სიგარეტს ეწევა და დაბლა იყურებაო.
მამა, ცუდად ხომ არა ხარ მეთქი ვკითხე, მომიბრუნდა და ერთი წინადადება მითხრა: რისი იმედი ჰქონდათ ამ დებილ კომუნისტებს, რომ ამათ რამეს უზავდნენო?
ასეთი სწორი შეფასება მამაჩემის თაობისგან არც მანამდე და არც მერე არ მომისმენია.
ვინმე ღვთისნიერმა წაიყვანეთ ბიძინა და ანახეთ ამერიკა. იქნებ მაგის მერე მაინც მიხვდეს რას ნიშნავს კინზინგერის და რიშის წერილები, თორემ დღემდე რუკაზე რუსეთის ზომის შთაბეჭდილებით ცხოვრობს ეგ შტერი.“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.

