ხათუნა ხოფერია – “კვესომ დაუბრიალა თავისი სექსსმოშიებული თვალები ვანოს…”

ხათუნა ხოფერია - "კვესომ დაუბრიალა თავისი სექსსმოშიებული თვალები ვანოს..."ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“ვაჰ, ვაჰ! ეს რა ჟრიამულია “შემოდგომის აზნაურებში”?!
ვანომ- მიშა ჩემი მეგობარია, მოვრიგდებითო… არა და, პატრონი, შამქმნელი და ბატონია მაგ სანჩო პანსასი ეგ მიშა.
იქეთ, კვესომ დაუბრიალა თავისი სექსსმოშიებული თვალები ვანოს და გვარამია მსოფლიო დონის ფიგურააო! (თუ რაღაც ეგეთი) უთხრა. ვანომ გაატარა, ვითომც არ გაუგია და გამოწვევა ყვერჩიტულად მიიღო. ( ანუ ცქვიტად..)
ბოკერია, მარჯვენათვალგასწორებული მიშტერებია ვანიკოს… აი, ზუსტად ისე, წყალწაღებული რომ მიაშტერდება ხავსს… დიახ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, ბოკერია ვანოს, ვანო თაკოს, თაკო???… მაპატიეთ….
მოკლედ, სამეფო კარზე პოლიტიკური “ტიტანების” თამაშები დაიწყო!
-ჩემი ოქრო ჩემთან! ანუ ვისთან?! მიშასთან თუ გიგასთან?
ამის პატრონმა რა ქნას?… სალაროს და საარჩევნო ბაზის პატრონმა?. ვის მისცეს “ვლასტი” – ვანიკოს თუ ნიკას?…
უიიი… ისემც გიქნიათ რა… მე ეგ არ მაღელვებდეს…))))))…”