”კოპიტნარიდან პოზნანში მივფრინავ, ჰაერში სვამენ, მეზობელმა თავი დამადო მკერდზე…”

”კოპიტნარიდან პოზნანში მივფრინავ, ჰაერში სვამენ, მეზობელმა თავი დამადო მკერდზე...”დავით დარჩიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”ავტობუსი თვითმფრინავში, ანუ ბიძინას გასტარბაიტერული ჩანაფიქრის ასრულება პრაქტიკაში: მივფრინავ იაფად – კოპიტნარი- პოზნანი. ვიზეარის თვითმფრინავი შემადგენლობით ქართულია – სტიუარდესები, პასაჟირების უმეტესობა. ბევრი ნასვამია და სმა გრძელდება ჰაერში. როს ჩავიძინე, ჩემი მეზობელი ისე ადგა, დალია და ისე დაასკდა სკამს, რომ ტურბულენცია მეგონა. რაღაც უხეში ვუთხარი, რის გამოც დიდხანს მიყურა. ბოლოს ბოდიში თქვა, ძილი კი გაფუჭდა. მაგრამ ბუნებამ თავისი ქნა და ჩამთვლიმა (დილის 8 საათია) – ვაგლახ, ცოტა ხნით. მეზობელმა კიდევ დალია თანამეინახეებთან და, ცოტა ხანში, როცა სმას მორჩა, შეტევაზე გადმოვიდა: ხან ხელები დამიწყო მაგიდაზე, ხან თავი დამადო მკერდზე. რის ვაი ვაგლახით ავკრიფე და თავის სკამში ჩავატიე. დავხედე საათს, რაც ენიშნა და რაღაც მკითხა. მცდელობების მერე მივხვდი – პოლონეთში თუ ვიყავით უკვე, ის აინტერესებდა. გვქონდა სიურეალური საუბარი – რომ გადმოწვება და გავწევ, მადლობას მიხდის, მე კი ვეუბნები, რომ მადლობა არ მინდა – ოღონდ ის იყოს კარგად. აღსანიშნავია, რომ მისი თანამეინახენი არ გამოგვხმაურებიან.”