ლევან ვასაძე – “დაღამდება, გაგხდი კაბას და აგიყვან მკლავებში…”

ლევან ვასაძე - "დაღამდება, გაგხდი კაბას და აგიყვან მკლავებში..."სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის ლექსი ქვეყნდება, რომელსაც უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. ,,მდიდარი ეროტიკული ფანტაზია აქვს. ფროიდი ალბათ უფრო შორს მიმავალ დასკვნებს გააკეთებდა”, ,,თალაკვაძე ჯობია”, ,,ნამდვილი რაინდი პოეტი”, – წერენ ფეისბუქში.

აი, ეს ლექსი:

გეტყვი ერთ და ათას ზღაპარს

გაზაფხულის ერთადერთი, უგრილესი ფერი ხარ,

დარდიანი ქალთა ღმერთი და ნაწილი ჩემი ხარ.

დაღამდება, გაგხდი კაბას და აგიყვან მკლავებში,

გეტყვი ერთ და ათას ზღაპარს მაგ მინაბულ თვალებში.

შენს წვივებს და შენს ამოთქმებს დავევლები ქარივით

და მაგ ბაგეს დაგიორთქლავ გზადაკარგულ ცხვარივით.

განთიადზე მიძინებულს ზამთრად დაგესიზმრები,

ნუ იტირებ, მთელ გაზაფხულს შენს ცხად სიზმრად ვიქნები.