მაია ასათიანი – “ჩემი შვილის წლისთავია – ასეთ დროს მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან”

მაია ასათიანი - "ჩემი შვილის წლისთავია - ასეთ დროს მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან" ”კეთილი მგზავრობა მისურვეთ ძალიან, ძალიან შორს მივდივარ”, – ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს, როგორც ვიდეოდან ირკვევა ტელეწამყვანი ქვეყნიდან იმიტომ მიდის, რომ არ უნდა შვილის წლისთავი საქართველოში გაატაროს, ასეთ დროს ურჩევნია საკუთარ თავთან მარტო დარჩეს.
“კეთილი მგზავრობა მისურვეთ ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, მერე მოგიყვებით სად და როგორ. წარმატებული ორშაბათი ყველას. ჩემს ოცნებაში მივდივარ, 16 საათი უნდა ვიფრინო.

რეალურად კი, ჩემი შვილის წლისთავია, ასეთ დროს მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები“, – ამბობს მაია ასათიანი.