”მირეკავს ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამა და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ფულის ჩარიცხვა მის (!) და ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე!”

”მირეკავს ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამა და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ფულის ჩარიცხვა მის (!) და ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე!”თათია ზუხბაიამ ფეისბუქში პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილზე დაწერა:

”რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი.
თუმცა ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!
ჰოდა მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება..

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება სხვა მორალია!!

ასეთი მამის შვილები ,ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან , არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი!

ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ!
მიდი გამოჯამრთელდი!”