„ეს რა უბედურება მოხდა. ფეხმხიმე დედა, ოთხ შვილთან ერთად დაიწვა შენობაში სადაც უკიდურესი გაჭირვების გამო შესახლებულები იყვნენ: (! ჯერ გშიოდეს, გციოდეს, ჯოჯოხეთს გადიოდე სიცოცხლეშივე და მერე მართლა ჯოჯოხეთურად კვდებოდე?! უსამართლობა რომ სასოწარკვეთილს გხდის ზუსტად ისეთი ტრაგედიაა!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

