ნიკა გვარამია – ”აგვიხდა ქართული ოცნება – ყველაფერში ბოლო ვართ”

ნიკა გვარამია - ”აგვიხდა ქართული ოცნება - ყველაფერში ბოლო ვართ”ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”ნიკოლ პაშინიანი – დროშა ქურთუკის მხარზე, 5000 სელფი, ასობით ლაივი. ხალხთან მოლაპარაკე ხალხის მიერ არჩეული ლიდერი. და ამ დროს, სულ არაა პოპულისტი, კი მიყავს სომხური ეკონომიკა წინ.

ახლა უკვე ბოლო ადგილზე ვართ რეგიონში ეკონომიკითაც და ლიდერითაც. არადა, ნავთობით გარანტირებულ აზერბაიჯანს ვეწეოდით და მალე პირველები გავხდებოდით და ნუ ლიდერზე ზედმეტია ლაპარაკი, შედარებაც კი უხერხული იყო, იმდენად განსხვავებული იყო მასშტაბები.

აი ასე: აგვიხდა ქართული ოცნება – ყველაფერში ბოლო ვართ.”