ნინო ახობაძემ ფეისბუქში დაწერა:
”ასეთი მხიარული ისტერია არ მახსოვს მე ჯერ აქ 🤭😂😂 არა რაა, ჩვენ კი ვღადაობთ, მარა 90-ებგამოვლილებს მაინც მართლა სხვა ზაკალკა გვაქვს ❤️
წეღან გაქაფული ვარ და რეკავს ერთი პანიკიორშა პადრუგა მყავს, ტვინი წაიღო ეს დღეები და
ძლივს ავიღე ტელეფონი, რო არ ამეღო-მოკვდაო ქვეყანას დააქცევდა, ჰოდა
ძლივს ერთი კარგი კაცი გაიცნო და დღეს ნიშნობასავით რაღაცა სუფრა ქონდათ დაგეგმილი, ერთმანეთისთვის მშობლები კირადა, შვილები უნდა გაეცნოთ 😂😂😂 ვ ასაკე არიან ანუ..
და -გადავდეო!!
გული შემიწუხდა, მეთქი -რა ხდება, და
-არ შემიძლია ეს ხალხმრავლობა და ღრიანცელი, მირჩევნია არ გავთხოვდე საერთოდ, ოღონდ ვინმემ ვირუსი არ შემომიტანოს სახლშიო!! 😂😂😂🤦♀️
ანუ ურჩევნია მარტოობაში დალიოს სული, ვიდრე რაღაცა გრიპი დაემართოს (ჯვარი სწერია) 😇😁
და იმისი არ იყოს, ეგრევე გამახსენდა ის ისტორია, ადრე აქ გრძლად მაქვს მოყოლილი
აგვისტოს ომია გაქანებული და ერთ ღამეს გორში რო დაგვაყენეს ჰოსპიტლის წინ მთელი ბატალიონი ექიმები… და ღამის სიჩუმეა, ბნელა, მხოლოდ წყლის ხმა ისმის და გვერდით პატარა რუსავით რაღაცა ვიწრო არხი გადიოდა, და ერთ ჩემს 45 კილოიან თანამშრომელს რო ვუთხარი-შენ რა გიჭირს, დაბომბვა რო დაიწყოს, ისეთი გამხდარი ხარ, უცებ ჩაწვები აქ, შენ კი ჩაეტევი, ჩვენ ვიკითხოთ-თქო 😁😁😂😂🤦♀️
და ძაან რო შეიცხადა-აქ რა ჩამაწვენს, ტრიხომონა რო ამეკიდოსო?
🤦♀️🤦♀️🤭🤭🤭
ანუ იმას კიდე, ტრიქომონით ცხოვრებას სიკვდილი ერჩია!
—-
რა ვიცი შენი ჭირიმე, ნიშნობა მეღირსოს და სუ რო დამა ს კამელяმი ვიყო, მაგას რა გამაუქმებინებს!!
😁😁🤦♀️🤦♀️🤭
ან ის მეორე კიდე-რა ტრიქომონა ქალო, ბომბი თუ მეცემა…
—-
ობშემ, თუ არაფერი შეიცვალა, ორი პადრუგიდან: ერთი ჯანმრთელი სტარაя ძევა მეყოლება და მეორე ომის ვეტერანი სუფთა ნაცხით! 🤦♀️😂😂😂”

