ნინო ლომჯარია – “მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის, პანიკა და მაღაზიების გამოცარიელება საჭირო არაა”

ნინო ლომჯარია - "მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის, პანიკა და მაღაზიების გამოცარიელება საჭირო არაა"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“დავმშვიდდეთ მეგობრებო, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო. პრევენციული ზომები მივიღოთ და თავს, ერთმანეთს და ქვეყანას გავუფრთხილდეთ! პანიკა სრულიად უადგილოა და მაღაზიების გამოცარიელება! კიდევ იქნება სხვა შემთხვევებიც და ყველა გამოჯანმრთელდება! ამას უჩვენებს სტატისტიკა და დინამიკა. პირბადეც უფრო მან უნდა ატაროს, ვისაც სიმპტომები აქვს, თორემ იმდენს მაინც ვერ ვიყიდით, რაც დღეების და კვირების განმავლობაში 1 ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. უფრო ეფექტურია ხელების ხშირი დაბანა.

ჩვენი მხარდაჭერა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს და კიდევ მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის.”