ნონა წოწორია უგულავას განაჩენზე – “თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა”

ნონა წოწორია უგულავას განაჩენზე - "თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა"სტრასბურგის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია გიგი უგულავას საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

უზენაესის გადაწყვეტილებას იგი სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენებად აფასებს.

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლის თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში უამრავი დარღვევაა.

“რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი” – წერს წოწორია სოციალურ ქსელში.

ნიუპოსტი