ოთარ კვირიკაშვილი – ”გადარჩენილები ვართ, სტრასბურგში მთლად კურტანიძე რომ არ გაგზავნეს”

ოთარ კვირიკაშვილი - ''გადარჩენილები ვართ, სტრასბურგში მთლად კურტანიძე რომ არ გაგზავნეს''”წარმოიდგინეთ დიალოგი – ევროპარლამენტარი რასა რომ ეტყოდა, მე რასა ვარ, 20 წელია ევროსტრუქტურებში ვმუშაობ, და მერე ესენი – მე ლევანი, 15 წელი შალკეში გავატარე, მე კახა, მილანის განაპირა მცველი. მგონი ქალი გამო…

მაგარი გადარჩენილები ვართ, სტრასბურგში მთლად კურტანიძე რომ არ გაგზავნეს…

კალაძეს და კობიაშვილს უთქვამთ, ეს ოფიციალური ნაწილი კარგი, მაგრამ სტადიონზე როდის გაგვიყვანთო…

სტრასბურგში ჯამარაული და ყაველაშვილიც რომ წაეყვანათ, იქნებ ეს დოკუმენტიც არ ჩავარდნილიყო… – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი ოთარ კვირიკაშვილი.