სააკაშვილი – მთავრობამ ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს

სააკაშვილი - მთავრობამ ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროსმთავრობამ ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

„ახლა, არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ – სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელეები, რადგან ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ჩემი შვილი ცხოვრობს, სკოლის მოწაფეა თბილისში, თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში.

კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უკვე პრაქტიკულად მომდგარია საქართველოს კარებს, რადგან ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში, სადაც ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული და ბევრად, ბევრად მეტი არის დაავადებული, დავირუსებული.

ირანთან ჩვენ გვაქვს აქტიური ავიამიმოსვლა. ირანის უამრავი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, უბრალოდ ჩვენები დადიან ბევრს ირანში. ამიტომ, რაც უნდა გაკეთდეს და რაც უნდა მოვთხოვოთ ახლა ამ ვაიმთავრობას, საქართველოს დამაქცევარ მთავრობას არის – ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალააქეების შემოსვლის დროებით შეზღუდვა.

აკრძალვა შემოსვლის საქართველოში, პირდაპირ რომ ვთქვათ და ასევე ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების საგულდაგულოდ შემოწმება დამატებით, რადგან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ დიდი რისკის მატარებლები.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, თუ ისინი შემოდიან ირანიდან, ასევე არ უნდა შეუშვან საქართველოში. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არ მოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა. ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ რა, ვითომ რა წითელი კოჭი ვართ და რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად. ახლა გადით და დამგმეთ კიდევ ფეისბუქებზე, საერთოდ არ მაინტერესებს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც სწორია, რაც გაადაარჩენს ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და ააცილებს მათ ყოველგვარ რისკს“,- აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, კორონავირუის პირველი შემთხვევა ირანში გუშინ, 21 თებერვალს დაფიქსირდა. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით 28 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 5 გარდაიცვალა.