თაკო სალაყაია 17 წლის იყო, როცა 31 წლის ვანო მერაბიშვილს გაჰყვა ცოლად

თაკო სალაყაია 17 წლის იყო, როცა 31 წლის ვანო მერაბიშვილს გაჰყვა ცოლადვა­ნო მერაბიშვილის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია წლე­ბის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო და მა­შინ­დელ ვარ­სკვლა­ვებ­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. სა­ლა­ყა­ია იყო მეჯ­ვა­რე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ა­სი, რო­დე­საც მან ზურა ხა­ჩი­ძე­ზე ჯვა­რი და­ი­წე­რა. თუმ­ცა მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბის შემ­დეგ ხა­ჩი­ძე-ჟორ­და­ნი­ას წყვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­და.

თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ბო­მონ­დუ­რი სა­მე­გობ­რო­დან ბო­ლომ­დე სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ნინო ჩხე­ი­ძე, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლელა კი­ლა­ძე შე­მორ­ჩნენ… სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი სწო­რედ თაკო სა­ლა­ყა­ია გახ­ლდათ, იგი მე­დი­ის­თვის ჩა­ი­კე­ტა და მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვიუ არა­სო­დეს აღარ მი­უ­ცია. თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად დღემ­დე ვრცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში სა­ლა­ყა­ი­ას გარ­თო­ბის ფო­ტო­ე­ბი.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მე­უღ­ლე­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და. 17 წლის იყო თაკო სა­ლა­ყა­ია, რო­დე­საც 31 წლის პო­ლი­ტი­კოს­მა მას­ზე იქორ­წი­ნა. მალე პირ­ვე­ლი შვი­ლი მიშო შე­ე­ძი­ნათ.

“მე მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვიო. ძა­ლი­ან მომ­წონს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ადრე უფრო მომ­წონ­და. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვა­კე­ში მი­შას დიდი პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი და ისე მომ­წონ­და, ხში­რად ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუ­ცი­ლებ­ლად მი­შას ან მი­შოს და­ვარ­ქმევ­დი. მე და ვა­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ვი­ღეთ. ვა­ნოს არ უნ­დო­და, შვი­ლის­თვის მე­ფის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვერ­ქმია. მიშა კი ისე­თი სა­ხე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. სხვა­თა შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ზეც იყო ჩემი შვი­ლი წა­სუ­ლი, სპორ­ტუ­ლე­ბი ეცვა, რო­მელ­ზე­დაც მე-5 ნო­მე­რი ეწე­რა. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, ეს ბავ­შვი დიდი კაცი გა­იზ­რდე­ბაო (იცი­ნის). ვნა­ხოთ…” – ამ­ბობ­და 2004 წელს თაკო ჟურ­ნალ “რე­ი­ტინგთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყვილს მე­ო­რე შვი­ლი, და­თუ­ნა 2009 წელს შე­ე­ძი­ნათ. ბავ­შვი 4 წლის იყო, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

“ახლა დიდი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემი შვი­ლი უნდა გა­ვიც­ნო” – ამ­ბობს, 6 წლი­სა და 9 თვის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი უმ­ცროს შვილ­ზე. მა­მის თქმით, უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს და ჯერ­ჯე­რო­ბით მამა მხო­ლოდ ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ნახა.

მე­უღ­ლის და­ჭე­რის შემ­დეგ არ­სად არ ჩნდე­ბა თაკო სა­ლა­ყა­ია. თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გარ­თო­ბა­სა და სიმ­ღე­რა­ზე უარს არ ამ­ბობს. 2011 წელს გიო ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად დუ­ე­ტი “არ მო­უყ­ვე არა­ვის” ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც გიო ხუ­ციშ­ვი­ლი­სა და უც­ნო­ბი გო­გო­ნას სა­ხე­ლით ტრი­ა­ლებ­და რა­დი­ო­ში.

ამბები

თაკო სალაყაია 17 წლის იყო, როცა 31 წლის ვანო მერაბიშვილს გაჰყვა ცოლად