თინა ხიდაშელი – ”ვანო მერაბიშვილია იმ ბოროტების მანქანის შემოქმედი, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ”

თინა ხიდაშელი - ”ვანო მერაბიშვილია იმ ბოროტების მანქანის შემოქმედი, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ”თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

”ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან 🙁
ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს.
ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ :(”